1785336032
ამინდი
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ნისლი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 30 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ნისლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).