1743331937
ამინდი
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი ქარი - 31 მარტის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 31 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 31 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).