Loading data...
ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს საფრთხის საშუალო დონე აქვს გამოცხადებული.