1740138507
ამინდი
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის სანაპიროზე საფრთხის მაღალი დონე გამოაცხადა

23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში ძლიერი ქარი და 4-6 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საფრთხის მაღალი დონე გამოაცხადა.
„23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი და 4-6 ბალიანი შტორმი. (საფრთხის დონე მაღალი)“, - ნათქვამია განცხადებაში.