1754547278
ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი ცვლილებაა ნავარაუდევი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი ცვლილებაა ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის ტემპერატურა 30-35 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, ხანმოკლე წვიმა ელჭექით იქნება, მოსალოდნელია სეტყვაც. ტემპერატურა 34-39 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში სინოპტიკოსები ღრუბლიან ამინდს ელიან. მაქსიმალური ტემპერატურა კვლავ +39 გრადუსი იქნება.