Loading data...
გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 16 ივნისს, დღის მეორე ნახევარში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის თბილისში, ნარჩუნდება ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის გაძლიერების მაღალი ალბათობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).