1726478187
ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.
სააგენტოს ცნობით, 16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ამავე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).