1728847465
ამინდი
„ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება...“ - ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო 14 ოქტომბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
14 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).