Loading data...
ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.