Loading data...
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ტემპერატურა დაბლობში 24-29 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთის ბარში 28-33 გრადუსამდე, ხოლო თბილისში 31 გრადუსი.

მომდევნო დღეებში დედაქალაქში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.