1727421829
ამინდი
28 სექტემბრიდან საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
„28 სექტემბრის დღის ბოლოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთ საქართვლოს დასავლეთ რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტო საფრთხის დონეს საშუალოდ აფასებს.