1727080751
ამინდი
23-25 სექტემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 სექტემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ - ნათქვამია განცხადებაში.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში საფრთხის საშუალო დონეა გამოცხადებული.