Loading data...
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იბერიის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

სამინისტრომ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება იმ რეგიონებში, რომლებიც ამას მოითხოვენ.

სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის მადრიდმა, ანდალუსიამ და ესტრემადურამ ესპანეთის ცენტრალურ მთავრობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სხვა ფუნქციების აღება სთხოვეს.

შეგახსენებთ, 28 აპრილს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:30 საათზე, მთელი იბერიის ნახევარკუნძული - ესპანეთი, პორტუგალია და საფრანგეთის ნაწილი - ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქალაქების ქუჩებში შუქნიშნები გაითიშა, მატარებლები და მეტრო გაჩერდა.

ქვეყნების ელექტროკომპანიების ცნობით, ესპანეთისა და პორტუგალიის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას განცხადებით, ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით „ამ ეტაპზე კიბერშეტევის ნიშნები არ არსებობს“.