Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახი გახლავთ ადგილი, სადაც იზრდებიან ის თაობები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მომავლის შენება ევალებათ, ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოებას ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს ულოცავს.

„დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღვნიშნავთ.ძლიერი ოჯახი თითოეული ადამიანის სულიერი სიმტკიცის მყარ საფუძველს ქმნის, სადაც ვსწავლობთ პირველ გაკვეთილებს ღვთის სიყვარულზე, კაცთმოყვარეობაზე, სითბოზე, თანაგრძნობასა და ურთიერთპატივისცემაზე.

სწორედ აქ ყალიბდება ჩვენი ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებები — სამშობლოს ერთგულება, პასუხისმგებლობა და სამართლიანობა.

ოჯახი გახლავთ ადგილი, სადაც იზრდებიან ის თაობები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მომავლის შენება ევალებათ. ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს! თითოეულ ოჯახს გისურვებთ სიმშვიდეს, სიყვარულსა და კეთილდღეობას!“, - აცხადებს ყაველაშვილი.