Loading data...
ტრამპი: ზელენსკი საუკეთესო ვაჭარია

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი  საუკეთესო ვაჭარია ისტორიაში. 

„ვხედავ, ზელენსკი აქ არის. ვფიქრობ, რომ ზელენსკი არის უდიდესი ვაჭარი ისტორიაში - ყოველ ჯერზე, როდესაც შემოდის ქვეყანაში, 60 მილიარდი დოლარით გადის“, - აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ დემოკრატებმა გაიმარჯვონ აშშ-ში 2024 წლის არჩევნებში.

ზელენსკიმ, რომელიც აშშ-ში იმყოფება გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე, განაცხადა, რომ შეერთებული შტატების გადამწყვეტმა ქმედებამ შეიძლება დააჩქაროს რუსეთის ომის დასრულება უკრაინის წინააღმდეგ მომავალ წელს.