Repubblica: იტალია რუმინეთში სასწავლო მისიის ფარგლებში 100 ჯარისკაცსა და გამანადგურებელს გაგზავნის
იტალია რუმინეთში დაახლოებით 100 ჯარისკაცს და რამდენიმე გამანადგურებელს აგზავნის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებთან საბრძოლველად რუმინელი ჯარისკაცების გაწვრთნის მისიის ფარგლებში. ინფორმაციას გამოცემა La Repubblica ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს მისია წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა მისი განლაგება დააჩქარა 29 მაისს რუმინეთის ქალაქ გალატში მომხდარმა ინციდენტმა.
სამთავრობო წყაროების ცნობით, მიმდინარე ოპერაცია განსხვავდება ნატოს ჩვეულებრივი საჰაერო პატრულირების მისიისგან. ის მიხაილო კოგელნიკანუს საჰაერო ბაზაზე ჩატარდება და დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება.
იტალიელი ჯარისკაცები ქვეყანაში დაგეგმილზე ადრე, კერძოდ, 15 ივნისს ჩავლენ. კონსტანცას სამხედრო ბაზაზე ისინი რუმინელ ჯარისკაცებს დრონების ჩამოგდებაში გაწვრთნიან. ასევე, იგზავნება გამანადგურებლები, თუმცა შესაძლებელია, რომ მისიაში სხვა თვითმფრინავებიც ჩაერთონ.
ცნობისთვის, 29 მაისის, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს, დრონი რუმინეთის ქალაქ გალატში 10-სართულიან შენობას შეეჯახა. შეჯახების შედეგად ხანძარი გაჩნდა და 2 ადამიანი დაშავდა.