Loading data...
ABBA-ს წევრი, ცნობილი დრამერი როჯერ პალმი გარდაიცვალა

ცნობილი შვედი დრამერი, ლეგენდარული ჯგუფის, ABBA-ს წევრი როჯერ პალმი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

როჯერის ახლობლების თქმით, ის მრავალი წლის განმავლობაში ალცჰაიმერს ებრძოდა. გარდაცვალების მიზეზი დაავადებასთან დაკავშირებული გართულებები გახდა.

მან საკულტო ჯგუფთან თანამშრომლობა 1970-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. როჯერმა თავისი წვლილი შეიტანა ABBA-ს ბევრ ჰიტში, მათ შორის "Dancing Queen", "Mamma Mia", "Thank You for the Music" და "Take a Chance on Me".

გარდა ამისა, ის უკრავდა სხვადასხვა შვედურ ჯგუფში, როგორიცაა Gimmicks და Beatmakers, და აქტიური იყო როგორც ჯაზ დრამერი.