ბოლოს დამატებული
Info9
ქართველები და ამერიკელები ბუნებით მეგობრები ვართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო: თავისუფლების, ოჯახის, რწმენის, სხვების წარმატების დახმარების სიყვარული და, ასევე, მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის დაფასება და პატივისცემა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის 30 წლისთავის აღნიშნავს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე ბარათის გაუქმების შესაძლებლობაზე - ამ საკითხს აუცილებლად მოუწევს რევიზია, რადგან  სიტუაცია იცვლება, „ომიკრონმა“ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა
00:02 / 28.01.2022
მწვანე საშვმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვაქცინაციის სტიმულირებაში - ამ საკითხს აუცილებლად მოუწევს რევიზია, რადგან ზოგადად იცვლება სიტუაცია, „ომიკრონმა“ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შეიძლება ე.წ. მწვანე ბარათი მთლიანად გაუქმდეს.
იხილეთ მეტი
ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის გაუქმებასთან დაკავშირებით Netflix-ის შუამდგომლობა კალიფორნიის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა
10:00 / 28.01.2022
კალიფორნიის სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა, გაეუქმებინა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილი სარჩელი, - ინფორმაციას მედია ავრცელებს.
იხილეთ მეტი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი
11:00 / 28.01.2022
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 64 412 კვლევა ტესტით, მათ შორის 41 613 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 799 PCR ტესტით.
იხილეთ მეტი
მედია - ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში შეიჭრას
11:42 / 28.01.2022
აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში შეიჭრას, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ემილი ჰორნმა განაცხადა.
იხილეთ მეტი
ჯორჯიან ეარვეისის თბილისი-მოსკოვის ჩარტერული რეისი გაუქმდა
12:27 / 28.01.2022
თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ჯორჯიან ეარვეისის პირდაპირი რეისი გაუქმდა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, თამაზ გაიაშვილმა TV პირველს განუცხადა, რეისი რუსეთმა საქართველოში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გააუქმა, თუმცა ის ფიქრობს, რომ ფრენის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა "თავისი როლი ითამაშა".
იხილეთ მეტი
პროკურატურა „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგზე - ზოგიერთი მედიასაშუალება აპირებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ამ პროცესის დისკრედიტაციას, ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიეთ საზოგადოების ინფორმირება
16:44 / 28.01.2022
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ - საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგის პროცესში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან კონსულტაციის შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქმეში სისხლის სამართლის დარგის საერთაშორისო ექსპერტების ჩართვაზე, - ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ამ მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წარედგინა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ექსპერტთა რამოდენიმე კანდიდატურა.
იხილეთ მეტი
გორის სამხედრო ჰოსპიტალში განმარტავენ, რატომ წაიშალა კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები
18:39 / 28.01.2022
გორის სამხედრო ჰოსპიტალი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რატომ წაიშალა ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

როგორც სამხედრო ჰოსპიტლის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული კამერების დამონტაჟება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნის პერიოდში მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოხდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა განხორციელდა, ამ კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა.
იხილეთ მეტი
რისთვის არის საჭირო ღაბაშების გამოყენება?
19:01 / 28.01.2022
ღაბაშები, იგივე სუპინატორები, ტერფთან დაკავშირებული პრობლემების დროს გამოიყენება. ამ პროდუქტის ტარება რეკომენდებულია ბრტყელტერფიანობის, მაღალი თაღის, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაციის, ქუსლის დეზის, აქილევსის მყესის დაზიანებისა და სხვადასხვა პათოლოგიის დროს. რაც უფრო ძლიერია ტერფის ამორტიზაციის მექანიზმი, მით უფრო ნაკლებად იღლება ხერხემალი. სუპინატორი უზრუნველყოფს სიარულის კორექციას - შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციით არის გამოწვეული, კორეგირდება. ადამიანები მას ძირითადად სხვადასხვა ტრავმის და ბრტყელტერფიანობის დროს ატარებენ, რადგან ის ამსუბუქებს ტკივილს ტერფის არეში, ახდენს თაღის კორექციას, ასევე უზრუნველყოფს ტერფის სტაბილიზაციას და ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ღაბაშებს გამოიყენებენ მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით. სუპინატორი ვენებში სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს და სიმძიმის შეგრძნებასაც აქრობს. მას იყენებენ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები - მათ შორის არიან სპორტსმენებიც, რადგან ხანგრძლივი ვარჯიში და ზეწოლა ტერფზე და ქუსლზე პრობლემებს ხშირად იწვევს.
იხილეთ მეტი
კალენდარი
×