Info9
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობის საფუძველი არ არსებობს და გიორგი გახარია შესანიშნავად უძღვება მთავრობას.
ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული - ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება მოხდა, ექსპერტმა ხელის დაზიანება დააფიქსირა
12:14 / 21.01.2020
დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ვახტანგ რობაქიძემ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უკვე დატოვა.
იხილეთ მეტი
ომბუდსმენი: ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, პატიმრებს ეუბნებიან, არ დაწერონ საჩივარი და ისინი მოუგვარებენ პრობლემებს
12:18 / 21.01.2020
ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე სპეციალურ ანგარიშს წარადგენს.
იხილეთ მეტი
თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიას გამოსვლაზე - მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორიც, არაპროფესიონალიზმიც და იმდენად ავღელდი, რომ მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება
12:21 / 21.01.2020
ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრამდე მოხსენებით სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წარსდგა.
იხილეთ მეტი
კახა კალაძე: პირობა მაქვს დადებული, რომ ჩემი მერობის პირობებში, არცერთ პარკში და სკვერში მშენებლობა არ განხორციელდება
12:27 / 21.01.2020
„ანას ბაღს", არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩემი მერობის პირობებში, მე პირობა მაქვს დადებული, რომ არცერთ რეკრეაციულ სივრცეში, პარკში და სკვერში ვერანაირი მშენებლობა ვერ და არ განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
იხილეთ მეტი
თეა წულუკიანი ომბუდსმენს: ქალბატონო ნინო, სამსახურს ჰქვია პენიტენციური და არა პენიტენციალური
12:33 / 21.01.2020
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელიც ასევე მოხსენებით წარდგა, ტერმინების გადახედვისკენ მოუწოდა.
იხილეთ მეტი
თეა წულუკიანის და ნინო ლომჯარიას კამათის გამო, სოფო კილაძემ მინისტრს და ომბუდსმენს მიკროფონები გაუთიშა და სიმშვიდისკენ მოუწოდა
13:34 / 21.01.2020
ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე კამათია. ერთმანეთს სიტყვიერად იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი დაუპირისპირდნენ.
იხილეთ მეტი
თეა წულუკიანი ომბუდსმენს: თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი და თქვენი მეთოდი ვერ იქნება ომერტა - თუ დაგიბარებენ პროკურატურაში, იმედი მაქვს დაასახელებთ ე.წ. მაყურებელს
13:43 / 21.01.2020
ქალბატონო ნინო, თქვენი მთავარი მეთოდი ვერ იქნება ომერტა, იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი, თქვენ ხართ სახალხო დამცველი. შესაბამისად, თუკი დაგიბარებენ პროკურატურაში, იმედი მაქვს, ვალდებულად იგრძნობთ თავს, რომ დაასახელოთ ე.წ მაყურებელი, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომელიც N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს.
იხილეთ მეტი
ნინო ლომჯარია თეა წულუკიანს - მინისტრის გასარჩევი არ არის, სახალხო დამცველი რას და როდის აკეთებს
14:01 / 21.01.2020
სად შევა, ვის შეხვდება - ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება და თქვენზე უკეთ ვიცით, - ასე მიმართა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს.
იხილეთ მეტი
კალენდარი
×