ბოლოს დამატებული
Info9
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.
იაპონელი მეცნიერები: კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე უფრო დიდხანს ჩერდება, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი
10:57 / 25.01.2022
კიოტოს პრეფექტურის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე უფრო დიდხანს ჩერდება, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი.
იხილეთ მეტი
მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს
11:01 / 25.01.2022
მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იხილეთ მეტი
მაია ზალდასტანიშვილი: ზოგი პაციენტის შემთხვევაში, „ომიკრონის“ დადასტურება PCR-ტესტითაც გართულებულია - როცა ოჯახის ორ წევრს კოვიდი უდასტურდება და მესამესაც კლინიკური ნიშანი აქვს, რა თქმა უნდა, ისიც კოვიდინფიცირებულია
11:23 / 25.01.2022
ინფექციური კლინიკის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი, მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ „ომიკრონ“ შტამის შემთხვევაში, ხშირად, PCR-ტესტირების დროსაც კი, ვირუსი ვერ დგინდება, თუმცა პირი ინფიცირებულია.
იხილეთ მეტი
50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ, 100 ლარი დაერიცხებათ
12:01 / 25.01.2022
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 ლარი დაერიცხებათ.
იხილეთ მეტი
გუბაზ სანიკიძე: 10 წელია წვალობს ოპოზიცია სააკაშვილის ჩანაცვლებაზე, ჩაანაცვლონ მერე, ვინმე უშლის?! - მაკედონელები, ვაშინგტონები, აღმაშენებლები არიან და მიშა უშლის ყველას თურმე ხელს
15:06 / 25.01.2022
ვისიც ეშინია ბიძინას, ის დაჭერილია, ვისიც ეშინია ვლადიმერ პუტინს, ის დაჭერილი ჰყავთ. აგერ ნახავთ, სააკაშვილი გაუშვებს ამ ხელისუფლებას პერსონალურად ,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
იხილეთ მეტი
თამარ გაბუნიას განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ „ბუსტერ“ დოზის გაკეთების შემთხვევაში დამცველობის ეფექტი მნიშვნელოვნად იზრდება
15:15 / 25.01.2022
ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით ისევ საჭიროა გააქტიურება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემსდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
იხილეთ მეტი
თამარ გაბუნია:  დღეის მდგომარეობით, 102 ონლაინ კლინიკა ფუნქციონირებს, ქვეყნის მასშტაბით განაწილებულია 2 500 ექიმი - ცხელ ხაზზე გუშინ 5600 ზარი დაფიქსირდა, რაც რეკორდული რაოდენობაა
15:20 / 25.01.2022
დღევანდელი მდგომარეობით, 102 ონლაინ კლინიკა და 15 22-ის რესურსი საკმარისია, რომ ყველა ინფიცირებულს გაეწიოს მეთვალყურეობა, სამომავლოდ თუკი დადგება პრიორიტეტიზაციის აუცილებლობა, შეიძლება ოჯახის ექიმმა პრიორიტეტი მიანიჭოს 65 წელს ზევით მოსახლეობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იხილეთ მეტი
ამირან გამყრელიძე:  ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 90% „ომიკრონია" - გამოკვლეული 1600 შემთხვევიდან, ჰოსპიტალიზაცია 16-მდე პირს დასჭირდა, აქედან, არცერთს დასჭირვებია ინტენსიური თერაპია
15:24 / 25.01.2022
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი დადებითი შემთხვევების 90% „ომიკრონია". ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
იხილეთ მეტი
კალენდარი
×