Info9
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე თანამშრომლებს მიმართავს. იგი მადლობას უხდის კომპანიაში დასაქმებულებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, რკინიგზა შეუფერხებლად მუშაობს.
16 წლამდე ასაკის მოზარდის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მშობელს დაეკისრება
15:50 / 31.03.2020
16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება.
იხილეთ მეტი
ესპანეთში ერთი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით ინფიცირების 9000 შემთხვევა დაფიქსირდა
16:20 / 31.03.2020
ესპანეთში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, 9000-ზე მეტი ახალი ინფცირებულით, ქვეყანაში დადასტურებულმა შემთხვევებმა 94000-ს გადააჭარბა.
იხილეთ მეტი
თბილისის საბავშვო ბაღებში, დღეიდან მხოლოდ ის თანამშრომლები იმუშავებენ, რომლებიც სამუშაო ადგილთან ახლოს ცხოვრობენ
16:23 / 31.03.2020
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დღეიდან მხოლოდ ის თანამშრომლები იმუშავებენ, რომლებიც ტერიტორიულად სამუშაო ადგილთან ახლოს ცხოვრობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შეზღუდულია ბაღში თანამშრომელთა რაოდენობაც. კერძოდ, დიდ ბაღებში 8-მდე, ხოლო პატარა ბაღებში 5-მდე თანამშრომელი იმუშავებს.
იხილეთ მეტი
ექიმები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირების ერთ-ერთი რისკფაქტორი სიმსუქნეა
16:33 / 31.03.2020
ნიდერლანდელი ექიმები კორონავირუსით დაინფიცირების რისკფაქტორად სიმსუქნეს ასახელებენ. გამოცემა, „ენელთაიმსის“ ინფორმაციით, ნიდერლანდების ინტენსიური თერაპიის განყოფილების სპეციალისტების ასოციაციის ხელმძღვანელი, დიდერიკ გომერსი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ით დაავადებულების 80 პროცენტს, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან, წონის პრობლემები აქვთ.
იხილეთ მეტი
2019 წელს წინა წელთან შედარებით, როგორც ქორწინების, ასევე განქორწინების მაჩვენებელი გაიზარდა
16:41 / 31.03.2020
2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, ქორწინების მაჩვენებელი გაიზარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, 2019 წელს რეგისტრირებულია 23 285 ქორწინების შემთხვევა, რაც 0.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
იხილეთ მეტი
„ვითიბი ბანკი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ავტომობილებს გადასცემს
15:47 / 31.03.2020
„ვითიბი ბანკი“ COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს „კიას“ (Kia) მარკის ავტომობილებს გადასცემს.
იხილეთ მეტი
მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის დავალებების ტელეფონით მიცემის ვალდებულება დაეკისრათ
18:06 / 31.03.2020
სკოლის მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის დავალებების ტელეფონით მიცემის ვალდებულება დაეკისრათ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 205-ე დადგენილებაშია აღნიშნული.
იხილეთ მეტი
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ მარნეულიდან კორონავირუსით ინფიცირებული ორი ქალი შეიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მართვით სუნთქვაზეა
18:09 / 31.03.2020
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსის ინფექციით მარნეულიდან ორი ქალბატონი შეიყვანეს, ორივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის მათ კლინიკაში სულ 73 პაციენტია, აქედან კი 19 პაციენტი ახალი კორონავირუსითაა ინფიცირებული.
იხილეთ მეტი
კალენდარი
×