Info9
თბილისის საკრებულოს უმრავლესობა პარტია „ქართული ოცნების“ ინიციატივას შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც, საკრებულოს უმრავლესობის წევრები, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასების 1/3-ს გადარიცხავენ.
გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 684 ადამიანი გარდაიცვალა
20:15 / 03.04.2020
გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 684 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
იხილეთ მეტი
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი საჯარო ადგილებში ნიღბების ტარების რეკომენდაციის გამოცემას აპირებს
20:20 / 03.04.2020
აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ (NAS) წამოსწია საკითხი, რომელზეც ჯერ ზუსტი პასუხი არ არსებობს — ახალი კორონავირუსი არა მხოლოდ ხველებისა და ცემინებისას წარმოქმნილი მსხვილი წვეთებით, არამედ უბრალოდ ჰაერითაც შეიძლება ვრცელდებოდეს.
იხილეთ მეტი
კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ანაზღაურებას იღებენ, სამარშრუტო ტაქსების კომპანიას დავუკავშირდით და დავიქირავეთ მიკროავტობუსები
20:24 / 03.04.2020
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ანაზღაურებას იღებენ, რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, ჩვენ დავუკავშირდით კომპანიას და დავიქირავეთ მიკროავტობუსები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
იხილეთ მეტი
იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 766 ადამიანი დაიღუპა
20:35 / 03.04.2020
ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად, იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 766 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 14 681-მდე გაიზარდა.
იხილეთ მეტი
ალექსანდრე მოწერელია: 6 აპრილიდან სენაკის აგრარული ბაზარი დროებით დაიხურება
20:42 / 03.04.2020
„6 აპრილიდან სენაკის აგრარული ბაზარი დროებით დაიხურება“, – ამის შესახებ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
იხილეთ მეტი
კორონავირუსის გამო პერუში ქუჩაში გასვლის უფლება ქალებსა და კაცებს კვირის სხვადასხვა დღეებში ექნებათ
21:25 / 03.04.2020
კორონავირუსის გამო პერუში ახალი რეგულაციები დაწესდა, რომლის მიხედვითაც ქუჩაში გასვლის უფლება ქალებსა და კაცებს კვირის სხვადასხვა დღეებში შეეზღუდათ. უფრო კონკრეტულად კი, კაცებს ქუჩაში გასვლის უფლება ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს შეეძლებათ, ქალებს კი, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს.
იხილეთ მეტი
სოსო ფხაკაძე: ძალიან ეფექტურია ის ღონისძიებები, რასაც ხელისუფლება ატარებს ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით, ახლა უკვე იწყება ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შემუშავება
22:03 / 03.04.2020
ვფიქრობთ, რომ ძალიან ეფექტური იყო და არის ის ღონისძიებები, რასაც ხელისუფლება ატარებს ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით. ახლა უკვე დღეს იწყება ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შემუშავება, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
იხილეთ მეტი
როგორ მკურნალობენ კორონავირუსით ინფიცირებულებს ევროპაში?
23:10 / 03.04.2020
"დარჩით სახლში, ეს არის წარმატებული ქვეყნების ერთადერთი რჩევა, რადგან ჩვენთან, რომ მოხვიდეთ ჩვენი რესურსი არ გვყოფნის და ვერ გიმკუნალებთ, ესეა ესპანეთში, გერმანიაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ეს ინფორმაცია ვიცი ჩემი კოლეგებისგან და იქ მცხოვრები ქართველებისგან, რომლებსაც ვუკავშირდებით", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ტელეკომპანია "პირველის“ ეთერში განაცხადა.
იხილეთ მეტი
კალენდარი
×