უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებში განაცხადეს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი სევასტოპოლზე უკრაინის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე დარტყმის შემდეგ დაიღუპა 34 [რუსი] ოფიცერი, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური“, - განაცხადეს უკრაინის სპეცოპერაციების ძალებში და დასძინეს, რომ 100-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე თავდასხმის შედეგად დაშავდა.
22 სექტემბერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოფიციალურად დაადასტურეს დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე დარტყმა.