რუსეთის საგარეო უწყების დელეგაციის ინდოეთიდან დაბრუნებულ წევრს სამშობლოში ქოლერა აღმოუჩინეს, - იუწყება გამოცემა BAZA.
დელეგაცია, რომელსაც მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობდა, ინდოეთში G20--ს სამიტს ესწრებოდა და რუსეთში სამამულო წარმოების თვითმფრინავ Ил-96-ით დაბრუნდა. ჩასვლისთანავე ბორტზე მყოფ ყველა პირს ანალიზები აუღეს და ერთ-ერთს ქოლერა დაუდგინეს.
გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცი ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.
ამასთან, BAZA-ს წყაროების ინფორმაციით, მინისტრი ლავროვი და საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა სამშობლოში მეორე თვითმფრინავით ბრუნდებოდნენ, თუმცა დელეგაციის ინფიცირებულ წევრთან მაინც შეიძლებოდა, კონტაქტი ჰქონოდათ.
ამჟამად ლავროვი ნიუ-იორკში გაერო-ს გენასამბლეის სხდომაზე იმყოფება და ღონისძიების ფარგლებში 20-მდე ორმხრივი შეხვედრა აქვს დაგეგმილი, მათ შორის - ორგანიზაციის გენმდივან ანტონიუ გუტიერეშთან.