რუსული „ვაგნერის ჯგუფის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის არმიის წევრებს „კლოუნები“ უწოდა.
მისი თქმით, „ვაგნერის ჯგუფის“ წევრები მზად არიან იბრძოლონ უკრაინაში, თუ მიიღებენ ფრონტის ცალკეულ მონაკვეთს ისე, რომ კრემლის შეიარაღებული ძალების „კლოუნებზე“ არ იყვნენ დამოკიდებული.
„თუ ბრძანება 100%-ით წარუმატებელია და მას მხოლოდ კლოუნები უხელმძღვანელებენ, რომლებიც ადამიანებს ხორცად აქცევენ, მაშინ ჩვენ მასში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა პრიგოჟინმა.