პრეზიდენტმა ადრე თქვა, რომ ჩეჩმაში ჩავტენით ყველა ტერორისტს და ე.ი. ასე მოვიქცევით - მოსკოვზე, დრონების თავდასხმით შეშინებული დუმის დეპუტატი ანდრეი კრასოვი იმუქრება და აცხადებს, რომ "კიევის რეჟიმმა" რუსეთის წინააღმდეგ "ტერორისტული აქტი" ჩაიდინა - "ნებისმიერი ტერორისტი უნდა იქნას განადგურებული" - ამბობს კრასოვი.
"დღეს მშვიდობიანი დილა არ იყო. მოსკოვს დრონებით დაესხა თავს ტერორისტული სახელმწიფო და გასაგებია, რომ ეს ახალი ტენდენცია რომელიც მოდის უკრაინული რაიხის ფიურერებისგან, კარგს არაფერს მოიტანს. ვშიშობ,რ ომ ეს უკრაინული რაიხი უკრაინას ნანგრევებად აქცევს" ამბობს კიდევ ერთი წარმომადგენელი დუმადან.
ის იმუქრება, რომ "პასუხი შესაძლოა გაცემულ იქნას ყველა შესაძლო სამხედრო საშუალებით - ტაქტიკური ბირთვული იარაღი დიდი ხანი არ იქნება უსაქმოდ"
ვრცელდება მომხდარით აღშფოთებული პრიგოჟინის აუდიოჩანაწერი. "ვაგნერის" ხელმძღვანელი ყველაფერში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და მის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს:
"თქვე პირუტყვებო, რას ჩადიხართ, აწიეთ ტრა*ები მაგ სავარძლებიდან, რომლებზეც დაგსვეს და დაიცავით ეს ქვეყანა, თქვენ ხართ თავდაცვის სამინისტრო და არაფერი გაგიკეთებიათ, როგორ დაუშვით, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები მოფრენილიყო რუსეთში" ამბობს პრიგოჟინი.