უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ ბახმუტთან რუსების შეტევითი ქმედებები შეჩერებულია.
„ჩვენ ფაქტობრივად ვართ სიტუაციაში, როდესაც ქალაქის უმეტეს ნაწილს მტერი აკონტროლებს, მაგრამ ქალაქის გარეუბნები სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში რჩება [უკრაინის] თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ და ჩვენ ვაკონტროლებთ თავად ქალაქის შესასვლელს. ფაქტობრივად, მოწინააღმდეგის შეტევითი აქტივობა შეჩერებულია. [თუმცა] მტერმა გაზარდა საარტილერიო დარტყმების რაოდენობა, ანუ ინსტრუმენტებს ცვლის“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.