ვაფასებ მის ხუმრობას, - ასე გამოეხმაურა ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოყაევი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინადადებას, რომ ყაზახეთი რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს.
ტოყაევის თქმით, ყაზახეთს არ აქვს ალიანსში გაწევრიანების საჭიროება.
„ცოტა ხნის წინ, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ყაზახეთს სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანება შესთავაზა. ვაფასებ მის ხუმრობას. არ ვფიქრობ, რომ [ყაზახეთისთვის] ამის საჭიროება დგას, რადგან არსებობს ინტეგრაციის სხვა გაერთიანებები, უპირველეს ყოვლისა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი“, - განაცხადა ტოყაევმა.
მანვე აღნიშნა, რომ ყაზახეთს, როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმომწერს, არ სჭირდება ბირთვული იარაღი.