მილი მეჯლისის დეპუტატ ფაზილ მუსტაფას წინააღმდეგ ტერაქტის წინასწარი გამოძიებია აჩვენებს, რომ თავდასხმის კვალი ირანისკენ მიუთითებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრის პრესმდივანმა განაცხადა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს ავრცელებს.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ბოლო პერიოდში ირანული მხარე აზერბაიჯანის მისამართით მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებს. ამის მაგალითად მან დაასახელა ასევე ირანის მიერ აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ სამხედრო წვრთნების ჩატარება, თანამდებობის პირების ანტიაზერბაიჯანული განცხადებები, ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე ტერორისტული თავდასხმა.
აზერბაიჯანელ დეპუტატზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მის საკუთარ სახლთან 28 მარტის საღამოს განხორციელდა. შედეგად კანონმდებელმა ჭრილობები მიიღო. აზერბაიჯანის ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს.