უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთს უფრო მეტი სანქცია უნდა დაუწესოს.
„ახლა სანქციების ტემპი რატომღაც შენელდა და ტერორისტული სახელმწიფო, პირიქით, ადაპტირდება სანქციებთან და ჩვენ უნდა დავეწიოთ [ამას]. ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„ეს არის საერთო ევროპული ამოცანა, შემცირდეს რუსეთის შესაძლებლობები სანქციების თავიდან აცილების კუთხით. და რაც უფრო მალე განხორციელდება ეს ამოცანა, მით უფრო ახლოს ვიქნებით რუსეთის დამარცხებასთან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.