კიევში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ჰააგაში უკრაინაში აგრესიის დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრი შეიქმნება.
„რუსეთმა სასამართლოში პასუხი უნდა აგოს თავისი ოდიოზური დანაშაულებისთვის. უკრაინისა და ევროკავშირის პროკურორები უკვე ერთად მუშაობენ. ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს და, როგორც პირველი ნაბიჯი, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ უკრაინაში აგრესიის დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრი შეიქმნება ჰააგაში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
„ეს ცენტრი კოორდინაციას გაუწევს მტკიცებულებების შეგროვებას, ის ჩართული იქნება ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფში, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი სააგენტო Eurojust-ი [ევროკავშირის სისხლისსამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტო]“, - აღნიშნა ფონ დერ ლეიენმა.