ხარკოვის ოლქზე რუსული ძალების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ქალი, ხოლო ერთი მამაკაცი დაშავდა.
„დღეს, დაახლოებით 14:30 საათზე, სოფელ პეტროვკაზე რუსული თავდასხმის შედეგად 67 წლის ქალი დაიღუპა. დაზიანებულია სამეურნეო შენობები და კერძო სახლი. ქალაქი ვოვჩანსკი დღესაც რუსეთის თავდასხმის ქვეშ იყო. ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და კერძო სახლს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან დაარტყეს. დაშავებულია 49 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი“,- წერს ის.
სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ტანკებიიდან სასაფლაოს მიმართულებითაც ისროლეს, დაზიანებულია საფლავები.