უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები სოლედართან და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 13 სხვა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინელებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქშის ბელოგოროვკას დასახლებასთან და დონეცკის ოლქის ტერნის, ვერხნეკამენსკოეს, სოლედარის, სოლის, კრასნაია გორას, ბახმუტის, კლეშეევკას, ალექსანდრო- შულტინის, კურდიუმოვკას, ვოდიანეს, მარინკას, პობედასა და პარასკოვიევკას დასახლებებთან.
ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 25 საჰაერო იერიში მიიტანა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 85-ზე მეტი თავდასხმა განახორციელა.
აქვე აღნიშნულია, რომ მაღალი რჩება სამოქალაქო ობიექტებზე საავიაციო და სარაკეტო თავდასხმების საფრთხე მთელი უკრაინის ტერიტორიაზე.