ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ.
„ჩვენ, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს კიევში ჩამოვედით, რომ დავუდასტუროთ უკრაინას სრული სოლიდარობა. რუსული რაკეტების წვიმისა და ბარბაროსული სისასტიკის მიუხედავად, უკრაინა გაიმარჯვებს“, - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.