შესაძლოა, ბრიტანეთის პრემიერ ლიზ ტრასს, მისი წინამორბედის, ბორის ჯონსონის მსგავსად, პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადოს. Bloomberg-ის ცნობით, ტრასის მიმართ უკმაყოფილება მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან ენერგეტიკულ კრიზისთან ბრძოლის პროგრამა გადასახადების მკვეთრი შემცირების გზით წარმოადგინა.
კონსერვატიული პარტიის წევრები თვლიან, რომ ეს ბრიტანეთის ეკონომიკას გაანადგურებს, რადგან ქვეყანას მეტი სესხის აღება მოუწევს, რის შედეგადაც მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდებიან, საზოგადოების სხვა ნაწილისთვის კი ცვლილება შესამჩნევი არ იქნება
ბრიტანული მედია ვარაუდობს, რომ ტრასს გადადგომა შესაძლოა შობამდეც კი მოუწიოს.