უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 34 230 რუსი სამხედრო მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკაც გაანადგურა.
„უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს: 1496 ტანკი, 3614 ჯავშანტექნიკა, 752 საარტილერიო სისტემა, 239 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 99 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 216 საბრძოლო თვითმფრინავი, 182 ვერტმფრენი, 614 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 14 გემი/ნავი, 2543 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 60 ერთეული სპეცტექნიკა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.