
არსებული ინფორმაციით, თხრილები, რომლებიც ახლა მიტოვებულია, ე.წ. წითელი ტყის ტერიტორიაზე გაკეთდა. ამ ადგილს ეს სახელი 1986 წლის გაზაფხულზე, რადიოაქტიური გაჟონვის შემდეგ ეწოდა, ვინაიდან ჩერნობილის კატასტროფის გამო, რადიაციული ზემოქმედებით, ხეები გაწითლდა.
ამ ზონაში, რაიმე სამუშაოს წარმოება სპეციალური ნებართვის გარეშე აკრძალულია.
ჩერნობილის სადგურის თანამშრომლების განცხადებით, მძიმე რუსული ტექნიკის ზემოქმედებით, გამოთავისუფლებული სქელი რადიოაქტიური მტვერი, შეიძლება, შეისუნთქეს რუსმა ჯარისკაცებმა, რომლებსაც არ ეცვათ რადიაციისგან დამცავი სპეციალური აღჭურვილობა.