ჩეხი მომღერალი, რომელსაც ინფიცირებულებთან კონტაქტი გამიზნულად ჰქონდა, გარდაიცვალა
ჩეხი მომღერალი, რომელსაც ინფიცირებულებთან კონტაქტი გამიზნულად ჰქონდა, გარდაიცვალა
კატეგორიის სხვა სიახლეები
აზოვსტალიდან დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციაზე "აზოვის" პოლკის დამფუძნებელი, ანდრეი ბილეცკი საუბრობს და ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროცესის ისეთი კრიტიკისაგან, რომელსაც შეუძლია დააზიანოს მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია.
22:09 / 17.05.2022
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ცეცხლის შეწყვეტის მიზნით რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას გამორიცხავს. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
21:27 / 16.05.2022
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „აზოვსტალიდან“ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაიწყო.
19:22 / 16.05.2022
დიდი შვიდეულის ქვეყნებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატეს და რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმეს.
15:28 / 15.05.2022
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს. ამის შესახებ Telegram-ზე უმაღლესი რადას იურიდიული პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ოლგა სოვგირიამ (ფრაქცია “ხალხის მსახური”) განაცხადა.
15:27 / 15.05.2022
რუსეთის შეტევამ დონბასზე იმპულსი დაკარგა და მნიშვნელოვნად ჩამორჩა განრიგს. მცირემასშტაბიანი თავდაპირველი მიღწევების მიუხედავად, რუსეთმა გასული თვის განმავლობაში ვერ შეძლო მნიშვნელოვანი ტერიტორიული წარმატება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
12:18 / 15.05.2022
მოსკოვის მუქარა აღარავის აღარ აინტერესებს, ნატო-ს საზღვრები სანქტ-პეტერბურგის მისადგომებამდე მივა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ განაცხადა.
21:50 / 14.05.2022
დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადეს და რამდენ ხანს გაგრძელდება ის ჯერ უცნობია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საშინაო და თავდაცვითი პოლიტიკის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
20:06 / 14.05.2022
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას სთავაზობს, „წავიდეს გარკვეულ დათმობებზე სუვერენიტეტის სფეროში“ იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტს დაეხმაროს „სახის შენარჩუნებაში“, - ამის თაობაზე განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის ტელეარხ Rai 1-თან ინტერვიუში.

ზელენსკის თქმით, ეს არ იყო მთლად კორექტული. ის აღნიშნავს, რომ უკრაინა არ არის მზად, „ვინმეს რამე შეუნარჩუნოს და ამის გამო ტერიტორია დაკარგოს.“ ზელენსკის არ გაუმხელია, რას გულისხმობდა მაკრონი კონკრეტულად და როდის უთხრა საფრანგეთის პრეზიდენტმა მას ასეთი რამ.

თავად მაკრონი ბოლოს კიევსა და მოსკოვში თებერვლის დასაწყისში იმყოფებოდა, უკრაინაში ომის დაწყებამდე.

პრესა მაშინ წერდა, რომ მაკრონს შეეძლო ზელენსკისთვის ჩაეტანა პუტინის წინადადება, რომელიც ეხებოდა, კერძოდ, მინსკის შეთანხმების შესაბამისად პირობებზე რუსეთის თანხმობას. ომი დაიწყო საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაახლოებით ორ კვირაში. ზელენსკის აზრით, რუსეთის პრეზიდენტისთვის „სახის შენარჩუნების“ ნაცვლად, საჭიროა ფიქრი, რა მოელის რუსეთს მომავალში. "ვიცი, სურდა რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობს შედეგისთვის მიეღწია, მაგრამ ვერ მიიღო,“ უთხრა ზედენსკიმ Rai 1-ს, იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის Telegram-ის არხი.

იტალიურ არხს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უთხრა, რომ მზად არის შეხვდეს პუტინს, მაგრამ წინასწარი პირობების და ულტიმატუმების გარეშე და მხოლოდ პირადად. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თანახმად, ასეთი შეხვედრა შესაძლებელია, მაგრამ არა რამე საკითხების არსებითი განხილვისთვის, არამედ დოკუმენტების ხელმოსაწერად.

ელისეს სასახლემ AFP-ს განუცხადა, რომ "მაკრონის არასოდეს არაფერი განუხილავს ვლადიმირ პუტინთან ერთად პრეზიდენტ ზელენსკის თანხმობის გარეშე“.
19:42 / 13.05.2022
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
×