ამერიკაში მცხოვრები ოჯახი აცხადებს, რომ 57 წლის დევიდ ბენეტი არ იმსახურებს, ისტორიაში უდიდესი სამედიცინო მიღწევის მონაწილე პაციენტის სახელით შევიდეს, რადგან მას დამნაშავის წარსული აქვს, - ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ირკვევა, ბერეტმა 1988 წელს ედვარდ შუმეიკერს 7 ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც, ის პარალიზებული გახდა.
შუმეიკერის და ამბობს, რომ მისი ძმა 2007 წელს გარდაიცვალა, იქამდე კი, თითქმის 2 ათწლეული ებრძოდა ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებიც ბენეტის თავდასხმამ გამოიწვია.
ქალი იხსენებს, რომ ბერეტმა 22 წლის ბიჭი ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა. მისი თქმით, ბერეტის მეუღლე შუმეიკერს კალთაში ჩაუჯდა, ქმარმა კი, ბიჭს ზურგში რამდენჯერმე ჩაარტყა დანა.
ექიმები, რომელთაც ოპერაცია ჩაატარეს, ამბობენ, რომ ვინმეს კრიმინალური წარსული ვერასოდეს გახდება მკურნალობაზე უარის თქმის საფუძველი.
დევიდ ბენეტი პირველი ადამიანია, რომელსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს.