ტეხასში სამაშველო ვერტმფრენმა წყლით დაფარული მანქანიდან კაცი გადაარჩინა (ვიდეო)
18:42 / 02.06.2021
აშშ-ის ტეხასის შტატში მაშველებმა სამაშველო ვერტმფრენით კაცი გადაარჩინეს, რომელიც წყალდიდობის შედეგად ბლოკირებულ მანქანაში იმყოფებოდა. ამის შესახებ kxan.com იუწყება.
ვიდეოზე ჩანს მაშველი, რომელიც სპეციალური თოკის მეშვეობით ავტომობილთან ეშვება და იქიდან კაცი ამოჰყავს. ავტომობილი ადიდებული მდინარიდან გადმოსულ წყალში გაიჭედა. წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების [IAEA] გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, გააჩერონ. ამის შესახებ განცხადება გენერალ ლეიტენანტმა, იგორ კირილოვმა გააკეთა. კირილოვი ატომურ ობიექტზე მყოფ რუსულ სამხედრო ძალებს ხელმძღვანელობს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ გაერომ რუსული ძალების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.
სომხეთში 17 და 18 აგვისტოს გლოვა გამოცხადდა სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი აფეთქების და ხანძრის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 16 ადამიანი. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 700 მილიარდი დოლარის ღირებულების კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასა და ჯანდაცვის ხარჯებთან ბრძოლას, ასევე, გადასახადების გაზრდას ძირითადად მდიდარი მოსახლეობისთვის.