ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზა 3,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი, ბრიტანეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობას, დაახლოებით 2,000,000-ს საგრძნობლად აჭარბებს.
ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის განცხადებით, ვაქცინის ნახევარზე მეტი 80 წლისა და 80 წელს ზემოთ ადამიანებმა მიიღეს, მისივე განცხადებით ვაქცინაციის ტემპი უახლოეს კვირებში გაიზრდება.
ბრიტანეთი ლეტალური შემთხევების რაოდენობით, 88,000-ზე მეტი შემთხვევით, ევროპაში პირველ ადგილზეა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.