სოლსბერის ტაძარი COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცეტრად გადაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ვაქცინა გაიკეთა, სამეფო-საჰაეროს ძალების ვეტერანი იყო. სულ ამ ლოკაციაზე 80 წელს გადაცილებული ათასი ადამიანის აცრა იგეგმება.
სოლსბერის ტაძარში ხანდაზმულებს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას გაუკეთებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.