ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საფრანგეთი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ზომებს ამკაცრებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დღეს საღამოს ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდა. მოსახლეობას ქუჩაში გასვლა 18:00-დან 06:00-მდე ეკრძალება.
17 იანვრიდან საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვაც ამოქმედდება. ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებიდან საფრანგეთში ჩასვლის მსურველებმა თან COVID19-ზე ნეგატიური ტესტის პასუხი უნდა იქონიონ და ერთი კვირა იზოლაციაში უნდა გაატარონ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.