ჯო ბაიდენის ინაუგურაციას ტომ ჰენკსი გაუძღვება
ჯო ბაიდენის ინაუგურაციას ტომ ჰენკსი გაუძღვება
კატეგორიის სხვა სიახლეები
თურქეთში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედროების რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულთა შორის ერთი მაღალი რანგის ოფიცერია, კიდევ ორმა ჯარისკაცმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის ადგილი მოინახულეს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა, გენშტაბის უფროსმა, ყასარ გულერმა და სახმელეთო ძალების მეთაურმა, უმით დუნდარმა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთით, ბითლისის პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი შესაძლოა, ცუდი ამინდი იყოს.


11:31 / 05.03.2021
ინტერპოლმა საერთაშორისო კრიმინალური ქსელი გამოავლინა, რომელიც ყალბ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს შემდგომი გასაღების მიზნით ქმნიდა.
00:49 / 05.03.2021
კომპანია Orbital Assembly Corporation 2025 წელს კოსმოსური სასტუმროს მშენებლობას დაიწყებს. Voyager Station-ის ამოქმედება 2027 წელს იგეგმება. ინფორმაციას cnn.com ავრცელებს.
20:56 / 04.03.2021
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის კოსმოსურმა ხომალდმა Starship-მა პირველად ისტორიაში დედამიწაზე წარმატებული დაფრენა განახორციელა. ამის შესახებ cnbc.com იუწყება.
16:58 / 04.03.2021
ჩრდილოეთ იტალიაში კორონავირუსის „ნიგერიული შტამით" ინფიცირების შემთხვევა გამოავლინეს.

ამის შესახებ სააგენტო ANSA იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შტამი ქალაქ ბრეშიაშია აღმოჩენილი.
10:40 / 03.03.2021
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა იმ რუსი მაღალჩინოსნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ალექსეი ნავალნის საქმეზე სანქციები დაუწესდა.
22:04 / 02.03.2021
რომის პაპი ფრანცისკე პირველი შიშობს, რომ კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოს ახალი კატასტროფა ელის.
20:52 / 02.03.2021
ევროკავშირმა ალექსეი ნავალნის დევნის გამო 4 რუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. აღნიშნულ სიაში მოხვდნენ საგამოძიებო კომიტეტის უფროსი ალექსანდრე ბასტრიკინი, გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, ეროვნული გვარდიის უფროსი ვიქტორ ზოლოტოვი და ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორი ალექსანდრე კალაშნიკოვი.
19:32 / 02.03.2021
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციური პარტია "გაბრწყინებული სომხეთის" ლიდერი ედმონ მარუკიანი შეხვედრაზე მიიწვია, - ამის შესახებ მარუკიანმა ჟურნალისტებს განიცხადა.

მარუკიანის ინფორმაციით, ის შეხვედრაზე დათანხმდა.

"ვვარაუდობ, რომ შეხვედრა ხვალ გაიმართება,"- აღნიშნა ოპოზიციის ლიდერმა.

შეგახსენებთ, გუშინ ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე ინიციატივა გააჟღერა, კერძოდ, მან დაუშვა შესაძლებლობა, რომ ქვეყანა საპარლამენტოდან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს. ასევე, გამოვიდა წინადადებით, ოქტომბერში ჩატარდეს რეფერენდუმი ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუკი პოლიტიკური ძალები დათანხმდებიან ამ საკითხზე კონსულტაციებს.
15:51 / 02.03.2021
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ნაადრევია იმაზე ფიქრი, რომ პანდემია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

"ძალიან ნაადრევი და არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ ამ ვირუსის დასრულებას წლის ბოლომდე შევძლებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, შევძლებთ ჰოსპიტალიზაციის, სიკვდილიანობისა და პანდემიასთან დაკავშირებული ტრაგედიის დასრულებას", - აღნიშნა მაიკ რაიანმა.

ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა.

"ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინაციის პროგრამის მეშვეობით წლის ბოლომდე ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირებას შევძლებთ", - განაცხადა მან.
11:10 / 02.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×