
ინფორმაციისთვის, 6 იანვარს აშშ-ში კონგრესმენების მიერ საარჩევნო ხმების დათვლასა და გადამოწმებას ტრამპის მომხრეების პროტესტი მოჰყვა.
დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პროცესი შეაფერხეს.
კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობიდან ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც მან სპეციალური სხდომა გახსნა.
კაპიტოლიუმის შენობის დარბევის დროს ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი ქალია, რომელიც პოლიციის სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა.
ამ დროისთვის სულ 52 ადამიანი დააკავეს, მათგან 47 - კომენდანტის საათის წესების დარღვევისთვის.