ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის წევრები წარადგინა
ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის წევრები წარადგინა
კატეგორიის სხვა სიახლეები
პირველად ბოლო 7 კვირის განმავლობაში კორონავირუსის ყოველდღიურმა შემთხვევმა მოიმატა. ამის შესახებ ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
22:45 / 01.03.2021
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციას მოუწოდებს, ვადამდელ არჩევნებს დათანხმდნენ. ამის შესახებ ფაშინიანმა რესპუბლიკის მოედანზე მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
20:22 / 01.03.2021
სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კორუფციის ბრალდებით გაასამართლა და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. The Guardian-ის ცნობით, აქედან ორი წელი პირობითია. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
18:45 / 01.03.2021
კორუფციასა და გავლენის ბოროტად გამოყენებისთვის, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც "ბიბისი" წერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი ერთ წელს შინაპატიმრობაში გაატარებს, ორი წელი კი პირობითი მსჯავრია.

სასამართლომ იგივე სასჯელი გამოიტანა სარკოზის ადვოკატისთვის, ტიერი ჰერცოგისთვის და ასევე მოსამართლე ჟიზბელ აზიბერისთვის. მათ ბრალი დასდეს პროფესიონალური საიდუმლოს გამჟღავნებაში.
17:45 / 01.03.2021
კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, ფინეთის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
15:53 / 01.03.2021
სომხეთის დედაქალაქ ერევანში ორგანიზაცია „დაშნაკცუტიუნის" წარმომადგენლები სამთავრობო შენობების მესამე კორპუსში შეიჭრნენ და იქ მიტინგი გამართეს. ამის შესახებ News.am იუწყება.
14:44 / 01.03.2021
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ფლორიდაში ამომრჩევლებთან და ჟურნალისტებთან ისაუბრა.
14:20 / 01.03.2021
გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 103 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 241 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.7 მილიონამდე ადამიანს უტარდება, შედეგად კი პლანეტის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას 4.6 წელი დასჭირდება. ყველაზე მეტი - 75 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 22%-ს შეადგენს. მე-2 ადგილზე ჩინეთია 40.5 მილიონი ვაქცინირებულით. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 8 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 88.4 ვაქცინირებულს ნიშნავს.
14:11 / 01.03.2021
სომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლში შევიდნენ და მეგაფონის საშუალებით "სომხეთი ნიკოლის გარეშე" სკანდირება დაიწყეს. მათი თქმით, მათ მიზანს შენობის დაკავება არ წარმოადგენს.

სომხეთში დღეს ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. დემონსტრაცია ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ერევანში, ბაგრამიანის პროსპექტზეა დანიშნული. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა "სამშობლოს გადასარჩენად".

აქციამდე გავრცელებულ განცხადებაში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ არ მოითმენენ "ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ერთი ადამიანის მიერ დემონტაჟს".

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მოძრაობა "სამშობლოს გადასარჩენად" მხარს უჭერს არმია და პრეზიდენტის, ასევე ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.
13:46 / 01.03.2021
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია.

სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე ქვეყნის საგარეო და შიდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

"პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით გაიმართა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. განიხილეს საგარეო და შიდა უსაფრთხოების დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები", – ნათქვამია განცხადებაში.
13:30 / 01.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×