ახალი შემთხვევა ჩინეთში, რომელმაც მედიკოსები საგონებელში ჩააგდო
ახალი შემთხვევა ჩინეთში, რომელმაც მედიკოსები საგონებელში ჩააგდო
კატეგორიის სხვა სიახლეები
ბოლო რამდენიმე დღეა, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მათ შორის, არც ბოლო 24 საათის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
22:38 / 02.06.2020
სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 10 009 გახდა.
12:31 / 02.06.2020
თურქეთმა შიდა ფრენები განაახლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 28 მარტის შემდეგ იყო შეჩერებული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.
18:41 / 01.06.2020
რომში კოლიზეუმი თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ ვიზიტორებისთვის გაიხსნა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კოლიზეუმში გარკვეული რეგულაციები მოქმედებს. ძეგლის შიდა ტერიტორიაზე ერთდროულად 200-300 ადამიანზე მეტის ყოფნა აკრძალულია. გამკაცრებულია სოციალური დისტანციის ზომები, სავალდებულოა პირბადეების ტარება. დამთვალიერებლებს ტერიტორიზე შესვლამდე ტემპერატურას გაუზომავენ. ასევე, კოლიზეუმში მოსახვედრად საჭიროა ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა.
17:42 / 01.06.2020
საიდუმლო სამსახურის აგენტებმა უსაფრთხოების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლთან საპროტესტო აქციების დროს მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს, სადაც მან საათზე ნაკლები დრო გაატარა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
14:02 / 01.06.2020
საფრანგეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ იკლებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთის საავადმყოფოებში „კოვიდ-19“-ით 31 ადამიანი გარდაიცვალა.
23:56 / 31.05.2020
იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 75 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც, გუშინდელთან შედარებით, 61-ით ნაკლებია.
23:36 / 31.05.2020
სომხეთი მიესალმება საქართველოს მზაობას, დაეხმაროს კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა, იმედოვნებს, რომ ამის საჭიროება არ იქნება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შაბათის ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თვლის თუ არა, რომ შესაძლოა, სომხეთმა მიმართოს დახმარებისთვის საქართველოს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომ თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიმართვა იქნება, რაიმე სახის დახმარების საჭიროების შესახებ, ამისთვის მზად არიან.
23:17 / 30.05.2020
15 ივნისიდან საბერძნეთი საზღვრებს 29 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის. ინფორმაციას BBC საბერძნეთის ტურიზმის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, 15 ივნისიდან საბერძნეთში ჩასვლა ტურისტებს ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობიდან, მათ შორის გერმანიიდან, ავსტრიიდან, დანიიდან და ფინეთიდან, შეეძლებათ. თუმცა, ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა, სიაში ნახსენები არაა.
12:24 / 30.05.2020
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 251 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯანში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 8927 შეადგინა. ამასთან, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა და ამ მონაცემით, დაღუპულთა რაოდენობა ქვეყანაში 127-მდე გაიზარდა.
11:21 / 30.05.2020
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
×