იტალია აშშ-ს სამხედრო დახმარებას სთხოვს
იტალია აშშ-ს სამხედრო დახმარებას სთხოვს
კატეგორიის სხვა სიახლეები
რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 19 290 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 719 400-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა 11 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები 20 ათასზე ნაკლებია.

ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 456 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 69 918-მდე გაიზარდა.

რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ისგან 3 150 763 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.
12:14 / 25.01.2021
საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, ჟან-ფრანსუა დელფრეისის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში საყოველთაო "ლოქდაუნის" კიდევ ერთხელ დაწესება გახდება საჭირო.

მისი თქმით, საფრანგეთში, ვირუსის გავრცელების კუთხით, საგანგებო ვითარებაა და გასული კვირა გასაკუთრებით კრიტიკული იყო.
10:24 / 25.01.2021
ესტონეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს.

ესტონეთის მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა მთავრობის ფორმირებისთვის შეთანხმებას მიაღწიეს.

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ოპოზიციური მემარჯვენე ცენტრისტული "რეფორმის პარტიის" და მმართველი მემარცხენე "ცენტრის პარტიის" საბჭოები დათანხმდნენ სამთავრობო კაბინეტში შესვლას, რომელსაც დანიშნული პრემიერ-მინისტრი და "რეფორმის პარტიის" თავმჯდომარე, კაია კალასი უხელმძღვანელებს.
10:20 / 25.01.2021
აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მელანია ტრამპს თეთრ სახლში ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ. ინფორმაციას mirror-ი ავრცელებს.
14:07 / 24.01.2021
რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ბავშვები ოჯახებს დაუბრუნეს. ინფორმაციას გამოცემა ria ავრცელებს.
12:56 / 24.01.2021
რუსეთის დედაქალაქში რუსი ოპოზიციონერის, კრემლის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
11:12 / 24.01.2021
მკაცრად ვგმობთ რუსეთში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულ ხისტ ტაქტიკას, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
11:10 / 24.01.2021
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 092 000-ს გადააჭარბა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 2 092 062 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 96 658 420 ადამიანი დაინფიცირდა.

მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 390 951 შემთხვევა გამოვლინდა, 9 317 ადამიანი კი ჩOVID-19-ს ემსხვერპლა.
19:01 / 23.01.2021
გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 162 ადამიანს გამოუვლინდა, 705 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 228 688 შეადგინა. ჯამში, გარდაიცვალა 3 072 ადამიანი. ვირუსისგან 219 724 პაციენტი განიკურნა.
18:16 / 23.01.2021
ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლარი კინგი "კოვიდ-19"-ით იყო ინფიცირებული და ის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. 1985-2010 წლებში ლარი კინგს თოქშოუ ტელეკომპანია "სიენენის" ეთერში მიჰყავდა.

ბოლო წლებში ის რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტელეკომპანია "რაშა თუდეიში" მუშაობდა.
17:27 / 23.01.2021
კალენდარი
×