
„ტვიტერში“ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ გარბიან შეშინებული მოქალაქეები.
გერმანიის ქალაქ მიუნჰენში იმ შეიარაღებული პირის დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომელმაც ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა.
თავდამსხმელმა ცეცხლი სავაჭრო ცენტრში მდებარე კაფესა და მეტროს სადგურის ტერიტორიაზე გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდებარე ტერიტორია კი გადაკეტილია.
მსხვერპლის შესახებ გერმანულ მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. რამდენიმე გამოცემა წერს, რომ შემთხვევის შედეგად, 15 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა პოლიცია ინფორმაციას მხოლოდ რამდენიმე გარდაცვლილის შესახებ ადასტურებს.