თითქოს მსოფლიო კინოს ისტორიას არ დარჩა ოდრი ჰეპბერნის არც ერთი ფოტო, რომელიც აქამდე არ გვინახავს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ლეგენდარული კინოვარსკვლავის ასეთი ფოტოები მაინც არსებობს და ისინი ინტერნეტში დღეს გავრცელდა. ფოტოები „ვალენტინოს“ მოდის სახლის თანამშრომელმა და ოდრის ძველმა მეგობარმა, ჯანკარლო ჯამეტიმ გაავრცელა.